ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24467

ფაქტი 24467

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: საწევრო 99 მანეთის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში მიიღებდნენ ცხინვალელები განყოფილების გახსნის ნებართვას? განყოფილების გახსნისთანავე ამოქმედდებოდა თუ არა სამკითხველო, ანუ გამოუწერდნენ თუ არა განყოფილებას გაზეთებს საზოგადოების ხარჯზე? განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით ხომ არ იქნებოდა დაბრკოლება საზოგადოების ან მთავრობის მხრიდან? გამგეობას ამ კითხვებზე რაც შეიძლებოდა სწარაფად უნდა გაეცა პასუხი , რადგან ცხინვალის მაცხოვრებლებს განყოფილების გახსნა ზაფხულის სეზონისთვის სურდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24467; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .