ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24942

ფაქტი 24942

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, სოლომონ ადამის ძე ქობულოვი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, იოსებ ადამის ძე ქობულოვი, მღვდელი იოანე შიუკაშვილი, ესტატე სულხანის ძე ვახვახიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი, მღვდელი ისიდორე პერტაია, მიხეილ ევგენის ძე რუსიშვილი და დავით გიორგის ძე აბელაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24942; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .