ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25009

ფაქტი 25009

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილისა, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, შუამთის მონასტრის ბერ-მონაზონი ნიკოლოზი (პიმენი), ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25009; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .