ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25101

ფაქტი 25101

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 1910 წელს გამგეობას საწევრო გადასახადით დაახლოებით 300 მანეთი შეუვიდოდა, წარმოდგენებიდან – 200, წიგნის მაღაზიიდან – 150; 334 მანეთი წინა წლიდან იყო დარჩენილი ხაზინაში. თელავის განყოფილებას შემოსავალი სავარაუდოდ სულ 984. 69 მანეთი ექნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25101; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .