1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ შეატყობინა, რომ, მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, საზოგადო კრების მოწვევა ცხინვალში მან მხოლოდ მესამე მცდელობაზე, 27 დეკემბერს შეძლო. კრებებზე 60-მა პირმა 100-100 მანეთი საწევრო გადაიხადა, რომელიც საკრედიტო ამხანაგობაში შეინახეს. იქ ინახებოდა წინა წლებიდან დარჩენილი 1335. 22 მანეთიც.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25173 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25173]; წვდომის თარიღი: 2020-08-05