ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25175

ფაქტი 25175

1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1916 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა 4 სხდომა და გაირჩა 4 საქმე. თავმჯდომარე და მდივანი 27 აპრილამდე ოთხივე კრებას დაესწრნენ, ამის შემდგომ კრებები შეწყდა, რადგან თავმჯდომარე, მდივანი და გამგეობის კიდევ სამი წევრი სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს. განყოფილებაში დარჩა მხოლოდ დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე, რომელმაც ჩაიბარა განყოფილების საქმეები და ფული. 1916 წელს წევრთა საზოგადო კრება არ ჩატარებულა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25175; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .