1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ამბები ყრმათათვის“, „ალი“, „პატარა ბიბლიოთეკა“, „ზაფხული“, სახელმძღვანელო ლოცვები, „იგავ-არაკნი“ (საზოგადოების გამოცემა), „იგავ-არაკნი“ (ჩარკვიანის გამოცემა), სტეფენსონის „რკინიგზის შემომღები“, „დარიგება მასწავლებელთათვის“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ და სხვ.

წყარო: სხვადასხვა სასოფლო სკოლის მასწავლებელთა და მზრუნველთა თხოვნები და მიწერ-მოწერა მათთვის წიგნების გადაგზავნის და სხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25381 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25381]; წვდომის თარიღი: 2021-04-18