1886 წლის 17 ივნისს გენერალ-ლეიტენანტმა კონსტანტინე მამაცოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ ნიკოლოზ მთავრიშვილს მისწერა, რომ 15 ივნისს წერილთან (N334) ერთად რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გადასაცემი წიგნებიც მიიღო.

წყარო: სხვადასხვა სასოფლო სკოლის მასწავლებელთა და მზრუნველთა თხოვნები და მიწერ-მოწერა მათთვის წიგნების გადაგზავნის და სხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25403 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25403]; წვდომის თარიღი: 2021-04-18