ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25409

ფაქტი 25409

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას მისწერა, რომ მის მიერ პირველ მარტს გაკეთებული მოხსენების (N6) საფუძველზე და გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (N31) ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: 2 ახალი აღთქმა, 2 „ბუნების კარი“, 5 როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, 3 ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართულად), 25 ასპიდის დაფა, 25 სახაზავი, 1 კოლოფი გრიფილი და ფანქრები. დანარჩენი ნივთების გაგზავნაზე სკოლას უარი უთხრეს არქონის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25409; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .