1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლაში მიღებული წიგნების სია: „ხორველის ლექსი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ენის გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, ივანე როსტომაშვილის „საანგარიშოები“ – 1, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, თბილისის საზოგადოების წესდება – 2, ნ. ბარათაშვილის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI“ – 4, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „ლოცვანი“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 1, ახალი აღთქმა – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილნი რაფ. ერისთავის მიერ“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“ – 1, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, ა. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყმაწვილთათვის“ – 2, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 2, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25429 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25429]; წვდომის თარიღი: 2021-04-11