ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25461

ფაქტი 25461

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25461; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .