1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ აცნობა, რომ 14 ოქტომბერს სათავდაზნაურო ბანკის გამგეობამ თავადაზნაურობის წინამძღოლს გაუგზავნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ის დროებით განკარგავდა სოფ. ყვარელში ილიასეულ კარ-მიდამოს. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25563 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25563]; წვდომის თარიღი: 2020-11-26