ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25596

ფაქტი 25596

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე წისქვილი მთავარ გზასთან იყო. ხით ნაშენ სათავსში ყველა მხრიდან წყალი შემოდიოიდა. წისქვილი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. რემონტის შემთხვევაში ობიექტს შეიძლებოდა მუდმივი შემოსავალი მოეტანა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25596; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .