ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25606

ფაქტი 25606

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოწესრიგებას გეგმავდა, რისთვისაც 3 000 მანეთი სჭირდებოდა. საზოგადო კრების დადგენილებით თელავის განყოფილებას ეს თანხა უნდა ეთხოვა თბილისის თავადაზნაურობისთვის, რომელმაც თავის დროზე შეისყიდა მამული და მათ გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25606; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .