ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25607

ფაქტი 25607

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ცდილობდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წევრთა რიცხვის გაზრდით, ვაჭრობის გაფართოებითა და გასართობი საღამოების გამართვით. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25607; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .