1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25709 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25709]; წვდომის თარიღი: 2021-04-10