1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ოყურეშის სკოლის მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო გამგეობისგან გამოგზავნილო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, ხოლო სხვა სასწავლო ნივთები ჯერ არ მიეღოთ.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25807 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25807]; წვდომის თარიღი: 2021-01-27