ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25955

ფაქტი 25955

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საერთო კრება ჩაითვლებოდა შედგენილად, თუ მას დაესწრებოდა რწმუნებულთა ერთი მეოთხედი ან 50 წევრი მაინც. თუ პირველად დანიშნული რწმუნებულთა კრება არ შედგებოდა ამ რაოდენობის დაუსწრებლობის გამო, უნდა დაენიშნათ მეორედ. ეს კრება დამსწრე რწმუნებულთა რაოდენობის მიუხედავად შედგენილად ჩაითვლებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25955; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .