1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) არცერთხელ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინამოადგილეების დროს მიეღოთ წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25990 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25990]; წვდომის თარიღი: 2021-04-21