1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26005 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26005]; წვდომის თარიღი: 2021-04-14