1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“, არითმეტიკის სახელმძღვანელო (ნებისმიერი გამოცემა), დ. სოკოლოვის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ აგრეთვე სკოლისათვის გეოგრაფიული რუკა და ნ. ჩუბინაშვილის-რუსულ ქართული ლექსიკონი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26008 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26008]; წვდომის თარიღი: 2021-04-12