1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26009 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26009]; წვდომის თარიღი: 2021-04-11