1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო: 12 ცალი „დედა ენა“, 10 დედანი, 10 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 10 „იგავ-არაკნი“, 8 სპიდის დაფა (4 გზაში გატეხილა), 18 კალმისტარი და 36 ფანქარი, 12 ცალი ცარცი, 3 დასტა შავი და 1,5 დასტა თეთრი ქაღალდი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26015 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26015]; წვდომის თარიღი: 2021-01-16