1881 წლის 30 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სასწავლებელი წიგნებითა და ნივთებით საკმაოდ დაკმაყოფილებული იყო, უფროს მოწაფეებს აკლდათ მხოლოდ „ბუნების კარი“, რომელიც სჭირდებოდათ 20 ეგზემპლარი, ასევე ამ რაოდენობის „იგავ-არაკები“.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26057 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26057]; წვდომის თარიღი: 2021-04-18