1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ რუისის სკოლის მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ორჯერ, პირველად – 1879 წლის 6 ნოემბერს, მეორედ – იმავე წლის 2 დეკემბერს. წიგნები და ნივთები მიღებისთანავე ჩაიწერა სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის ჟურნალში და მოხმარდა მოსწავლეებს განურჩევლად შეძლებისა, თუ სიღარიბისა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26060 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26060]; წვდომის თარიღი: 2021-04-18