ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26250

ფაქტი 26250

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26250; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .