ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სახელით აბედათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა: სევერიან ბახტაძემ, იონა ანჯაფარიძემ და მალაქია კიკალიშვილმა მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნეს წერილობითი თხოვნა, რომ თანამედროვე წიგნებით მოემარაგებინათ აბედათის ბიბლიოთეკა

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26296 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26296]; წვდომის თარიღი: 2020-07-06