1914 წლის ივნისში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა საზოგადოებას 700 მანეთი შესწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი ილია ჭავჭავაძის მოკვლის ადგილზე ჯვრის აღმართვას უნდა მოხმარებოდა, 400 – ილიას ყვარლის მამულის შეკეთებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26307 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26307]; წვდომის თარიღი: 2020-07-12