ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26341

ფაქტი 26341

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ თელავის წიგნის მაღაზია თავის დროზე მიაწვდიდა მთავარ გამგეობას ფასებს ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის იმ წიგნებისა, რომლებიც გაიყიდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26341; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .