ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26362

ფაქტი 26362

1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციაში 5495 მონეტა იყო. მათგან 1513 იყო ქართული, 514 – რუსული, 831 – რომაულ-ბერძნულ-ბიზანტიური, 186 – ევროპული და 2391 – აზიური. წლის განმავლობაში ნუმიზმატიკურ კოლექციას არაფერი შემატებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26362; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .