ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26370

ფაქტი 26370

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნაქალაქევის ბიბლიოთეკის სამზუნველოს წევრებმა: ნესტორ გაგუამ, ლუკა შალამბერიძემ და ივანე ფარცვანიამ სენაკის გამგეობას მისწერეს, რომ ნესტორ გაგუამ გარკვეული დროით უფასოდ დაუთმო ბიბლიოთეკას ერთი ოთახი და საჭიროებდნენ საკანცელარიო ნივთებითა და ჟურნალ-გაზეთებით დახმარებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26370; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .