1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებმა: ბესარიონ ნადარეიშვილმა, ბართლომე ნადარეიშვილმა, ანდრო ნადარეიშვილმა და ვლადიმერ ჩიხლაძემ მთავარ გამგეობას წერილობით აცნობეს, რომ ონტოფოს ბიბლიოთეკა ძალზედ ღარიბი იყო და არ მოეპოვებოდათ წიგნები, ამიტომ საჭიროებდნენ შესაბამის დახმარებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26384 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26384]; წვდომის თარიღი: 2020-07-06