ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26387

ფაქტი 26387

1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26387; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .