1916 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის თავმჯდომარე ერმილე ჟვანიამ მისწერა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკას ესაჭიროებოდა წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით მომარაგება, რადგან მათ მხოლოდ შენობის აგება შეძლეს და საკმარისი თანხა არ ჰქონდათ შეეძინათ საჭირო ნივთები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26482 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26482]; წვდომის თარიღი: 2020-07-13