1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოს გაუგზავნა თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის 5 600 მანეთის გადაცემას ყვარელში ილია ჭავჭავაძის მამულის შესაკეთებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26498 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26498]; წვდომის თარიღი: 2021-03-08