ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26525

ფაქტი 26525

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ განყოფილების დაარსებისთანავე მისი უმთავრესი მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოვლა-პატრონობა, როგორც ეს შეეფერებოდა დიდი პოეტის სახელსა და დიდებას. ამიტომ, როცა მამული სათავადაზნაურო ბანკს დარჩა და მისი შეძენა კერძო პირებმა ისურვეს, თელავის განყოფილების გამგეობამ თხოვნით მიმართა თბილისის თავადაზნაურობას, შეეძინა მამული, რათა ქართველ ერს არ დაჰკარგოდა ეს ძვირფასი განძი და გადაეცა თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26525; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .