ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26577

ფაქტი 26577

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ 1913 წლის 10 აპრილს გამგეობამ წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების დადგენილების საფუძველზე აღძრა შუამდგომლობა თავადაზნაურობის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და მამულში ილია სახელობის სკოლის გასახსნელად. სკოლის შენახვას განყოფილება თავის თავზე იღებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26577; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .