ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26586

ფაქტი 26586

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების სალაროდან სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშზე დაიდო 347 მან. 77 კაპ., წიგნის მაღაზიას ვალად მიეცა 300 მან., ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე დაიხარჯა 31 მან. 55 კაპ., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სახელობის სტიპენდიატის სწავლის საფასური იყო 30 მან., საკანცელარიო წიგნები და ბლანკები 5 მან. 15 კაპ. დაჯდა, ავეჯი − 12 მან., წვრილმა ხარჯმა (საფოსტო, მოსალოცი დეპეშები, პანაშვიდები და სხვა) შეადგინა 45 მან. 52 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26586; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .