ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26921

ფაქტი 26921

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლების მასწავლებლებსა და განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლათა მასწავლებლებს ყოველთვის თანაბარი ხელფასი ჰქონდათ, მეტიც, სამინისტროს მხრიდან ანაზღაურების მატების შემთხვევაში საზოგადოება დასახელებულ თანხაზე 20 მანეთით მეტ ხელფასს აწესებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26921; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .