ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27097

ფაქტი 27097

1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. რწმუნებულთა აზრით, მგოსნის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სიახლოვე წაახალისებდა სოფლის კანცელარიაში მიმავალ ხალხს და ჟურნალ-გაზეთებისა და შინაარსიანი წიგნების კითხვას შეაჩვევდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .