1915 წლის აგვისტოში თბილისის თავადაზნაურობამ ხაზინაში შეიტანა ილიას ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% და წინა წლების დარჩენილი სახაზინო გადასახადი − 143. 97 მანეთი. თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ (თავმჯდომარე – გრიგოლ ქურდიანი, მდივანი – ანეტა ყიფშიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ამის შესახებ თელავის განყოფილებისთვის ეცნობებინა.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27232 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27232]; წვდომის თარიღი: 2021-01-25