ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27247

ფაქტი 27247

1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი. დადგენილების მიხედვით, 1915 წლის 3 ოქტომბერს ყვარლის ბოქაულს შეუსწავლია ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილის მდგომარეობა და შეუდგენია აღწერის ოქმი, რომლის თანახმადაც თავადაზნაურობის საკუთრებაში გადასული წისქვილი სავალალო მდგომარეობაში ყოფილა და ფუნქციონირება შეუწყვეტია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27247; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .