1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27670 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27670]; წვდომის თარიღი: 2020-07-13