ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27807

ფაქტი 27807

1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1910 წელს საგურამოს მამულის ვალი 11 900 მანეთი იყო. აქედან ილიას ფონდის დავალიანება 6 000 მანეთს შეადგენდა (6 %-იანი სარგებლით), აზოვის ბანკისა – 2 000 მანეთს (8 %-იანი სარგებლით), თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისა – 2 000-ს, სახელმწიფო ბანკისა – 1 400-ს (5,5 %-იანი სარგებლით) და ა. თ. ფრიდონოვისა – 500 მანეთს (ჯერ არ იყო სარგებლის რაოდენობა მევალისგან დათქმული).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27807; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .