1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურეების ხელფასისთვის 1 300 მანეთი გამოიყო, ოლღა ჭავჭავაძის ბინის ქირისათვის – 300, მწერლების დასახმარებლად – 240, ილიას ძეგლის მომვლელის ხელფასისთვის – 24, გრიგოლ დადიანის პრემიისთვის – 223. 75 მან., ღოღობერიძის პრემიისთვის – 400, სასტიპენდიო ხარჯებისთვის – 10 311. 78, გურიანთის სკოლისთვის – 117. 29, ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად – 3 000, ილიასეული ყვარლის მამულის გასაუმჯობესებლად – 400, ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვრის დასადგმელად და ეფროსინე აღლაძის ქვრივის დასახმარებლად 300-300 მან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27855 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27855]; წვდომის თარიღი: 2020-09-29