1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მას სასურველად მიაჩნდა ზუგდიდის მაზრაში ქართული სკოლის გახსნა, რაც ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდა ხალხში. მთავარმა გამგეობამ სთხოვა ზუგდიდელებს, დაწვრილებით განეხილათ ეს საკითხი და მიეღწიათ დიდი მიზნისთვის, თვით მთავარი გამგეობა კი ყოველნაირად დაეხმარებოდა მათ ამ საქმეში. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28978 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28978]; წვდომის თარიღი: 2021-02-25