1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილების ხაზინაში საწევრო გადასახადით 150 მანეთი შევიდოდა, საღამოებიდან, სეირნობიდან და წარმოდგენებიდან – 200, შემოწირულობებიდან – 20, ყულაბებიდან კი – 10 მან. სულ 1916 წელს ცხინვალის განყოფილებას, სავარაუდოდ, შემოსავალი 380 მანეთი ექნებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29211 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29211]; წვდომის თარიღი: 2020-08-14