ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29251

ფაქტი 29251

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ბარათაშვილის ლექსები, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „თვალსაჩინო სწავლა“, „განდეგილი“, გამოცანები, „ციკო“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „თამარ ბატონიშვილი“, დიდებულიძის „არითმეტიკა“, „დავითიანი“, „ვახტანგ მეექვსე“, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „ბაგრატ მეოთხე“, „მითრიდატ დიდი“, მ. თუმანიშვილის რჩეული ლექსები, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29251; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .