ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29972

ფაქტი 29972

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ შეატყობინა, რომ რაღაც ხნის წინ მათთან ზუგდიდში იმყოფებოდა მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე, რომელსაც კეშილავამ სთხოვა ზუგდიდელებისთვის 30 ცალი ბიბლიოთეკის ინსტრუქციის გამოგზავნა. იმის მერე თითქმის თვე გასულიყო, ზუგდიდის განყოფილებას კი არც ინსტრუქციები და არც რამე ახსნა-განმარტების წერილი მიუღია მთავარი გამგეობისგან, არადა ზუგდიდელებს მეტად სჭირდებოდათ ეს ინსტრუქციები, რადგან ზუგდიდის მაზრის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა ბიბლიოთეკები. კეშილავა სთხოვდა ბურჯანაძეს წერილის მიღებისთნავე გამოეგზავნა ზუგდიდის განყოფილებისთვის ბიბლიოთეკების ინსტრუქციების 30 ნიმუში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29972; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .