ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29980

ფაქტი 29980

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა ეგნატე მენთეშაშვილმა, 1913 წლის 5 მაისს სოფლის სკოლის დარბაზში გამართა ფილიალის წევრთა საერთო კრება. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მღვდლის – იოსებ ტუკუშაშვილის ხსოვნას: ამ უკანასკნელმა 7 000 მანეთად ღირებული სახლი შემოსწირა საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29980; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .